The World's Largest Public Domain Media Search Engine
ანისის ქართული წარწერა

Similar

ანისის ქართული წარწერა

description

Summary

ქართული: ანისის ქართული წარწერა (1218) — საქართველოს კათოლიკოსის ეტიფანეს განაჩენის ტექსტი, რომელიც მოთავსებული ყოფილა ანისის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კედელზე. აღმოაჩინა ნ. მარმა 1910 წელს, ანისის არქეოლოგიური გათხრების დროს. განაჩენი გამოტანილია ანისის მართლმადიდებელ მოსახლეობასა და ანელ ხუცესთა შორის ატეხილი დავის გამო. წარწერა მოგვითხრობს, რომ დავა გამოიწვია ანისის სამღვდელოების მიერ ანელი მართლმადიდებელი ქართველი და სომეხი მრევლისათვის საეკლესიო მისაცემელთა (ჯვრისწერისას, ნათლობისას, წესის აგებისას) გადიდებამ. უკმაყოფილო მრევლი პროტესტის ნიშნად ზოგჯერ წირვა-ლოცვასაც აღარ ესწრებოდა. გამწვავებული ურთიერთობის მოგვარება სცადა საქართველოს კათოლიკოსმა ეტიფანემ. იგი იძულებული გახდა დაეგმო ხუცების საქციელი და შეემცირებინა საეკლესიო მისაცემელთა ოდენობა. ეტიფანეს განაჩენს ხელს აწერს ანისის სომეხი ეპისკოპოსი გრიგოლი და ქალაქის ამირა ვაჰრამი. ანისის ქართული წარწერა იმდროინდელი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელოვანი წყაროა. წარწერა ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფოში შემავალი არაქართული ტერიტორიების მართლმადიდებლური ეკლესიები იერარქიულად ქართლის კათოლიკოსზე იყო დამოკიდებული. English: Georgian inscription found in the Georgian Orthodox Church in Ani, modern-day Turkey

date_range

Date

1218
create

Source

Archives
copyright

Copyright info

public domain

Explore more

ani
ani
asomtavruli inscriptions
asomtavruli inscriptions
georgian inscriptions in turkey
georgian inscriptions in turkey
orthodox church
orthodox church